საფრანგეთში კონტრდაზვერვისა და პარიზის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელები დააკავეს

საფრანგეთში კონტრდაზვერვისა და პარიზის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელები დააკავეს

საფრანგეთში კონტრდაზვერვის ყოფილი მეთაური ბერნარ სკარსინი დააკავეს. ამის შესახებ "BFM TV" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სკარსინის დაკავების მიზეზებზე არაფერია ცნობილი. კონტრდაზვერვის ექს-ხელმძღვანელი ნიკოლა სარკოზისთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, რომელიც 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

წყაროები იმასაც აღნიშნავენ, რომ სკარსინთან ერთად დაკავებულია პარიზის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტიან ფლაეში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის პროკურორი გამოვიდა განცხადებით, დაიწყოს სისხლის სამართლის პროცესი ე.წ. "Bygmalion"-ის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია მისი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში 2012 წელს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა