იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს

იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, მოსალოდნელია დამანგრეველი მიწისძვრები, რომლებიც 23 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

საგანგაშო ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის კატასტროფათა მართვის გუნდი ავრცელებს. მათ მოსალოდნელი სტიქიის ამსახველი ვიდეო-სიმულაცია გამოაქვეყნეს. მეცნიერების მტკიცებით, უახლოეს მომავალში, ტოკიოსა და ცენტრალურ იაპონიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდება.

ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა, 13 მილიონი მოქალაქე წყლის გარეშე დარჩება, 7.2 მილიონ ადამიანს თავშესაფრის ძებნა მოუწევს, განადგურდება სატელეფონო ქსელების 90% და სავარაუდო ეკონომიკური ზარალი 950 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ვიდეო-სიმულაციაში მოსახლეობას მოუწოდებენ მოიმარაგონ საკვები პროდუქტისა და წყლის მინიმუმ 3 დღის მარაგი, რომელიც მუდამ თან უნდა იქონიონ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა