საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიამზიდ „შარლ დე გოლიდან“ ავიადარტყმები დაიწყო

საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიამზიდ „შარლ დე გოლიდან“ ავიადარტყმები დაიწყო

საფრანგეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელება ავიამზიდ „შარლ დე გოლიდან“ დაიწყო.

როგორც სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება, Rafale-ს გამანადგურებლებმა ავიამზიდის ბორტი დღეს დილით დატოვეს. ფრანგული მხარის ცნობით, ავიაცია ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო ოპერაციაში ჩაერთვება.

„შარლ დე გოლი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ერთადერთი ავიამზიდია. ამჟამად საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალაქ მოსულის გათავისუფლებაა, რომელიც ერაყში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პლაცდარმად მიიჩნევა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა