სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად ერთ წელში 9 364 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად ერთ წელში 9 364 ადამიანი დაიღუპა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სირიაში, რუსული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად 9 364 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭო ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა შორის 3 804 სამოქალაქო პირი, მათ შორის 906 ბავშვია, ასევე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 2 746 მებრძოლი და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების 2 814 წევრი.

უფლებადამცველების ცნობით, ბოლო პერიოდში რუსეთმა სირიაში აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებაც დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა