პუტინის საიდუმლო ოჯახი? - პრეზიდენტის საყვარელი საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდით და ორი ბავშვით გამოჩნდა

პუტინის საიდუმლო ოჯახი? - პრეზიდენტის საყვარელი საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდით და ორი ბავშვით გამოჩნდა

ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელსაც გავრცელებული ჭორების თანახმად საიდუმლო ოჯახი აქვს ვლადიმერ პუტინთან, ორ ბიჭუნასთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში, რამაც მის ირგვლივ ახალი ჭორები ააგორა. ბიჭების ასაკი 5-8 წელია და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ კაბაევასა და პუტინის შვილები არიან.

33 წლის კაბაევამ, რომელიც პუტინის საყვარლად 2008 წლიდან ითვლება, ბავშვები ყინულზე სრიალის წარმოდგენაზე წაიყვანა მოსკოვის "მეგასპორტ არენაზე". თვითმხილველების თქმით, ოლიმპიელს მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა და კამერების წინ მის დამალვას ცდილობდა. 63 წლის პუტინი, რომელიც 2013 წელს გაეყარა მეუღლე ლუდმილას, პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს საუბრობს.

გავრცელებული ხმების თანახმად, პუტინის და კაბაევას ურთიერთობა საიდუმლო ქორწინებით დასრულდა, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ისინი დაშორდნენ. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს კაბაევამ ვაჟი გააჩინა, შვილის მამის სახელს კი საიდუმლოდ ინახავდა. 2012 წელს ყოფილი ტანმოვარჯიშე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რისი მიზეზიც, როგორც ჭორები იუწყებოდა, ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში მშობიარობა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ: ქალები, რომელთათვისაც პუტინი ბინებს ყიდულობს

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

"თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, პანდემიას გადავლახავთ, თუ არადა, ის ძალიან დიდხანს დარჩება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

კიმ კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა - ყველაზე პოპულარული სომეხი თანამემამულეებს მიმართავს

"მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება" -  სერგეი ლავროვი