Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავის მთავარ მეტოქეს დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს. ასეთია Reuters/Ipsos-ის ჩატარებული ბოლო გამოკითხვა.

გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონს ამომრჩევლის 43%, ხოლო ტრამპს 38% უჭერს მხარს. კიდევ 19% აცხადებს, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა 23-29 სექტემბერს ჩატარდა.

26 სექტემბერს კლინტონსა და ტრამპს შორის პირველი ტელედებატები გაიმართა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიების ისტორიაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა.

მაყურებლის უმრავლესობის მოსაზრებით, დებატებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა