დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. The New York Times-ი აქვეყნებს აშშ-ის მოქალაქის, 74 წლის ჯესიკა ლიდსის მონათხრობს, რომლის თანახმად, 35 წლის წინ ის ტრამპთან ერთად ერთ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რა დროსაც ტრამპმა მის წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.

კიდევ ერთი ამერიკელი, რეიჩელ კრუქსი The New York Times-თან საუბარში აცხადებს, რომ 2005 წელს, 22 წლის ასაკში ტრამპის კომპანიაში მუშაობდა და მასთან შეხვედრის დროს ტრამპის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ობიექტი გახდა.

თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა The New York Times-თან საუბარში აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო, მისმა წინასაარჩევნო შტაბმა კი გამოცემა ტრამპზე "ფალსიფიცირებულ და კოორდინირებულ თავდასხმაში" დაადანაშაულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა