დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში კიდევ ორი ქალი ადანაშაულებს

დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში კიდევ ორი ქალი ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სექსუალურ ზეწოლაში კვლავ დაადანაშაულეს. ამჯერად, ამერიკული მედია ავრცელებს ორი ქალის, 46 წლის კრისტინ ანდერსონის და 41 წლის სამერ ზერვოსის განცხადებებს, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპი მათზე სექსუალური ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

„მათ სურთ ამით ჩვენი მოძრაობის, ჩვენი კამპანიის შეჩერება“, - განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა ორი ამერიკელი ქალის ინტერვიუ, რომლებიც ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ასევე ადანაშაულებდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა