ტრამპი კლინტონს ნარკოლოგიურ შემოწმებას სთავაზობს

ტრამპი კლინტონს ნარკოლოგიურ შემოწმებას სთავაზობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მომდევნო დებატების წინ ნარკოლოგიური ტესტის ჩატარებას მოითხოს. ამერიკელი ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ აუდიტორიის წინ გამოსვლამდე აღნიშნული ანალიზი ორივე კანდიდატმა უნდა ჩააბაროს.

თავისი ინიციატივის ასახსნელად ტრამპმა განაცხდა, რომ ნიუ-ჰემფშირში ჩატარებული ტელედებატების დროს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. არგუმენტის გასამყარებლად დონალდ ტრამპა აღნიშნა, რომ დებატების დაწყებისას კლინტონი ენერგიულად გაოიყურებოდა, დასასრულთან ახლოს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს სცენიდან ჩასვლა სურდა, დებატების დასრულებისას კი ავტომანქანამდე დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა.

"ჩვენ სპორტსმენებივით ვართ, მათ ხომ აიძულებენ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტარონ, ვფიქრობ, მსგავსი ტესტი დებატების დაწყებამდე ჩვენც უნდა ჩავაბაროთ", - განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

დასკვნითი დებატები 19 ოქტომბერს ლას-ვეგასშია ჩანიშნული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა