თურქეთში საპოლიციო ოპერაციის დროს თვითმკვლელმა თავი აიფეთქა - არიან დაჭრილები

თურქეთში საპოლიციო ოპერაციის დროს თვითმკვლელმა თავი აიფეთქა - არიან დაჭრილები

თვითმკვლელმა ტერორისტმა თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში, საპოლიციო ოპერაციის მსვლელობისას, თავი აიფეთქა, რის შედეგადაც არიან დაჭრილები. ამის შესახებ "სი-ენ-ენ თურქი" იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ტერორისტების ბლოკირება განახორციელა. შეტევის დროს ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაჭრილთა შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე ათი სასწრაფო დახმარების მანქანა გავიდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეები პროვინცია გაზიანტეპში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა