თურქეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, სამი თურქი პოლიციელი ემსხვერპლა, რვა ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ თურქულ მედიას პროვიცნიის გუბერნატორმა ალი ერლიქაიამ განუცხადა.

"გაზიანტეპში დიდი ხანია, "ილსმაური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს, რომლის დროსაც თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. თავის აფეთქებას მეორე ტერორისტიც აპირებდა, მაგრამ ვერ შეძლო. შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა, რვა მოქალაქე, მათ შორის ოთხი სირიელი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში დანარჩენი ტერორისტების გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მათ შორის, შესაძლოა, თვითმკვლელებიც იყვნენ. გაზიანტიპის მცხოვრებლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა