ვლადიმერ პუტინი - აშშ ყველას და ყველაფერს უთვალთვალებს და უსმენს

ვლადიმერ პუტინი - აშშ ყველას და ყველაფერს უთვალთვალებს და უსმენს

რუსეთის პრეზიდენტისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აშშ-ს ოფიციალური უწყებები ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჯო ბაიდენს ახალი არაფერი უთქვამს. ჩვენ რა, არ ვიცოდით, რომ აშშ-ს ოფიციალური ორგანოები ყველას და ყველაფერს უთვალთვალებენ და უსმენენ?", - განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ამერიკის ასეთი ქმედებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და საიდუმლოს არ წარმოადგენს და ამის დამადასტურებელი ფაქტი უამრავია. რუსეთის ლიდერის თქმით, ამაზე იხარჯება მილიარდობით დოლარი. პუტინის განცხადებით, უთვალთვალებენ არა მხოლოდ მათ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, არამედ მოკავშირეებსაც, მათ შორის ყველაზე ახლო მოკავშირეებსაც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა