ჯულიან კინგი - მოსულის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპელი ისლამისტები, სავარაუდოდ, ევროპაში დაბრუნდებიან

ჯულიან კინგი - მოსულის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპელი ისლამისტები, სავარაუდოდ, ევროპაში დაბრუნდებიან

ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპელი ისლამისტები, სავარაუდოდ, ევროპაში დაბრუნდებიან.

ამის შესახებ ევროკომისარმა უსაფრთხოების საკითხებში ჯულიან კინგმა გამოცემა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში რადიკალი ისლამისტების გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, მათი მცირე რაოდენობაც კი სერიოზული საფრთხე იქნება.

ევროკომისრის შეფასებით, ერაყსა და სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ევროკავშირის დაახლოებით 25 000 მოქალაქე არის გაწევრიანებული.

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა და ქურთმა მეამბოხეებმა, საერთაშორისო კოალიციის საგარეო მხარდაჭერით, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გუშინ დაიწყეს. სამხედრო სპეციალისტების პროგნოზით, ოპერაცია რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა