ბერლინში მერკელის, ოლანდისა და პოროშენკოს შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში მერკელის, ოლანდისა და პოროშენკოს შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში უკრაინის თემაზე ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და უკრაინის ლიდერის პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით მოლაპარაკებები დაიწყო. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა კანცლერის უწყებაში მიმდინარეობს. შეხვედრას წინ უძღოდა მერკელისა და პოროშენკოს პირისპირ საუბარი.

სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ დაგეგმილია "ნორმადიული ფორმატის" შეხვედრის გამართვა. სამი ლიდერის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეუერთდება. ბოლო ინფორმაციით, პუტინი ბერლინში უკვე იმყოფება.

ბერლინში პუტინის ჩასვლას წინ უძღოდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან რაიხსტაგთან "დასისხლიანებული" სათამაშოების მიტანა. ეს არის წითელი საღებავით შეღებილი დათვები, რომლებიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სიმბოლურად სირიაში დაღუპული ბავშვების გამოხატულებაა. მათ თან ჰქონდათ ლოზუნგები: "შეწყვიტეთ ალეპოში ბავშვების დაბომბვა".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა