რუსეთმა გაერო-ს აცნობა, რომ სამი დღის განმავლობაში ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს

რუსეთმა გაერო-ს აცნობა, რომ სამი დღის განმავლობაში ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს

რუსეთმა აცნობა გაერო-ს, რომ ხუთშაბათიდან, სამი დღის მანძილზე ყოველდღე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს.

როგორც გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურამ განაცხადა, ორგანიზაცია "ცალმხრივ ჰუმანიტარულ პაუზებს" მიესალმება, რადგან შესაძლებელი იქნება კონფლიქტის ზონიდან ლტოლვილთა და დაჭრილთა ევაკუაცია.

დე მისტურას თქმით, აუცილებელია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი დაჯგუფება "ჯაბჰატ ან-ნუსრას" "ბოევიკებმა" დატოვონ. გარდა ამისა, გაერო-ს გარანტიის მიღება სურს, რომ სირიის მთავრობა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს ადგილობრივ ადმინისტრაციას გადასცემს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა