ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებს 80 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებს 80 ადამიანი ემსხვერპლა

80 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ერაყის ქალაქ კერკუკზე თავდასხმისას. ამის შესახებ Aსსოციატედ Pრესს-ი უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 46 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

სააგენტოს მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა სწორედ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არიან.

ქალაქში შეტაკებები 21 ოქტომბრიდან დაიწყო და დღესაც გაგრძელდა.

დღესვე ცნობილი გახდა ქალაქის ეკლესიის დაბომბვის შესახებ, რომელსაც 15 ქალი ემსხვერპლა, 50 ადამიანი კი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა