ამერიკელი პორნო-ვარსკვლავი დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ამერიკელი პორნო-ვარსკვლავი დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ამერიკელმა მსახიობმა ჯესიკა დრეიკმა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. CNN-ის ინფორმაციით, მსახიობმა გუშინ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ ინციდენტი 10 წლის წინ კალიფორნიაში გამართულ გოლფის ტურნირზე მოხდა.

42 წლის ჯესიკა დრეიკი წარსულში ცნობილი პორნო-მსახიობი იყო. მას ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ასობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. დრეიკის განმარტებით, წლების წინ ბიზნესმენმა ტრამპმა მსახიობთან განმარტოების სანაცვლოდ, მას 10 ათასი დოლარი და კერძო თვითმფრინავით მომსახურებაც შესთავაზა.

პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში აღნიშნული ფაქტი უარყვეს და ინციდენტი დონალდ ტრამპის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს, რომლის ორგანიზატორადაც მთავარ კონკურენტს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს მიიჩნევენ. ჯესიკა დრეიკი უკვე მეთერთმეტე ქალია, რომელმაც ბიზნესმენი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

ბრალდებების სერია ოქტომბერში 2005 წელს გაკეთებული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ტრამპი ქალების მიმართ საუბრის დამამცირებელ მანერას მიმართავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა