კურტ ვოლკერი - ამერიკა საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს

კურტ ვოლკერი - ამერიკა საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს

ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო",- ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა განუცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც ჰილარი კლინტონის გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით.

"იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, ასევე ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპს. ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო. შეიძლება ის ეხებოდეს რამდენიმე რესპუბლიკელს, მაგრამ რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით", - აღნიშნავს ვოლკერი.

რაც შეეხება არჩევნების გავლენას რუსეთის სამეზობლოზე, ვოლკერი მიიჩნევს, რომ "ამერიკა საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს". მისი თქმით, შეერთებული შტატების სიძლიერე მის ინსტიტუტებში და ღირებულებებშია, შესაბამისად, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას პრეზიდენტის შეცვლით არ უნდა ველოდეთ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა