ევროკავშირმა შენგენის შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი გაახანგრძლივა

ევროკავშირმა შენგენის შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი გაახანგრძლივა

ევროკავშირმა შენგენის შეთანხმების შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი, მიგრანტების ნაკადების გამო, სამი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ მიიღო, რომლის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ რეჟიმი ეხება ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.

ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირ-თურქეთის შეთანხმების დამსახურებით, მართალია, მიგრანტების შედინება შემცირდა, მაგრამ ადამიანები მაინც გადადიან საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ამგვარად, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება გამოიწვევდა ე.წ. "მეორადი მიგრაციის" ტალღას უკვე ევროპის შიგნით - მიაჩნიათ ევროპულ კომისიაში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა