ავიადარტყმას სირიაში 22 ბავშვი ემსხვერპლა

 ავიადარტყმას სირიაში 22 ბავშვი ემსხვერპლა

სირიაში ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 პედაგოგი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. UNICEF-ის ცნობით, ავიადარტყმა სირიის ჩრდილოეთში, პროვინცია იდლიბის ერთ-ერთი სოფლის სკოლაზე განხორციელდა. აღნიშნულ სოფელს ამჟამად აჯანყებულები აკონტროლებენ.

"ეს ტრაგედია და ძალადობაა. თუ დარტყმა მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია", - აცხადებს იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკა.

თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავიადარტყმა "ტერორისტების" პოზიციებზე განხორციელდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, მომხდარს გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გამოეხმაურა და ინფორმაციას "შემზარავი" უწოდა. "ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ", - განაცხადა ჩურკინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა