თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის ძალოვანი უწყებების თითქმის 300 თანამშრომელი დაითხოვეს

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის ძალოვანი უწყებების თითქმის 300 თანამშრომელი დაითხოვეს

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის ძალოვანი უწყებების თითქმის 300 თანამშრომელი დაითხოვეს.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით წერს, სამსახურის გარეშე ჟანდარმერიის 153 და სანაპირო დაცვის 112 თანამშრომელი დარჩა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირისთვის 35 000-მდე ადამიანია დაკავებული.

მიმდინარე წლის ივლისში მომხდარი მოვლენებისთვის ანკარა პასუხისმგებლობას აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს აკისრებს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა