პენტაგონმა "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ფარუქ ალ-ქატანის ლიკვიდირება დაადასტურა

პენტაგონმა "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ფარუქ ალ-ქატანის ლიკვიდირება დაადასტურა

პენტაგონმა ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირება დაადასტურა. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, ავიადარტყმის შედეგად დაღუპულია ფარუქ ალ-ქატანი.

პენტაგონის ცნობით, აღნიშნული პიროვნება აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ავიადარტყმა 23 ოქტომბერს, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარში განხორციელდა. ლიკვიდირებული ბოევიკი ალ-ქაიდას ადგილობრივი ფილიალის ლიდერი იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა