"11/9 და 9/11 - ამერიკელების ყველაზე საშინელი კოშმარი განმეორდა" - როგორ ეხმაურებიან ტრამპის გაპრეზიდენტებას სოცქსელებში

"11/9 და 9/11 - ამერიკელების ყველაზე საშინელი კოშმარი განმეორდა" - როგორ ეხმაურებიან ტრამპის გაპრეზიდენტებას სოცქსელებში

დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია.

ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტმა უკვე მიმართა ამერიკელ ხალხს. მან სიტყვით გამოსვლაში მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. ასევე დაადასტურა, რომ მთავარმა კონკურენტმა - ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

რიგითი ამერიკელების ნაწილი ირონიით უყურებს ახალ პრეზიდენტს, ხოლო ნაწილი "ღამის კოშმარად" მოიხსენებს მის გამარჯვებას. "რესპუბლიკელთა" კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ამერიკელებმა კანადაში საიმიგრაციო ცნობების გაცნობა დაიწყეს. CBSNews-ის ინფორმაციით, რეკორდულად გაზრდილი მომხმარებლის ფონზე, საიტი გაითიშა. გარდა ამისა, Google-ში ბოლო მონაცემებით, ამერიკიდან მთავარ საძიებო სიტყვებს შორის "კანადაში ემიგრაცია" დაწინაურდა.

ამერიკელებს უთანაგრძნობენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის პაკისტანელი, ინდოელი, კანადელი, ბრიტანელი ინტერნეტმომხმარებლები. გთავაზობთ უცხოელი ინტერნეტმომხმარებლების რეაქციებს ტვიტერიდან და ფეისბუქიდან, ტრამპის გამარჯვების შესახებ:

"ამერიკის ისტორიისთვის ყველაზე საშინელი კოშმარი 9/11 იყო, ახლა კი 11/9 - ისტორია მეორდება"

"ეს ან ღამის კოშმარია, ან Black Mirror-ის საუკეთესო ეპიზოდი"

"ეს 11 სექტემბრის ტრაგედიაზე უარესია, რადგან ახლა მსოფლიო ფაშისტი პრეზიდენტის მიერ დაზარალდება"

"ძვირფასო ამერიკა, ტრამპი არის ის, რაც ხდება მაშინ, როცა უყურებთ ძალიან ბევრ რეალითი შოუს"

"დიახ, ეს უარესი იქნება ვიდრე 9/11, რადგან ამ შედეგით უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა"

"გამაგრდი მსოფლიო, ზამთარი მოდის! (Winter is coming ცნობილი ფრაზა სერიალიდან "სამეფო კარის თამაშები")"

"ამერიკას დაიპყრობს რასიზმი, სექსიზმი და ექსტრემიზმი"

"1. ბრექსითი 2. მსოფლიო სერია "ჩიკაგო ქაბსი" (ბეისბოლი) 3. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2016-ში"

"არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი იმით, რომ კანადელი ვარ"

"ეს ყოველივე 2 ატომური ბომბის ჩამოგდებას ჰგავს "

"ეს არის ნამდვილი American Horror Story"

ასევე წაიკითხეთ: "გვექნება აწი ტრამპა-ტრუმპი!" - როგორ ეხმაურებიან აშშ-ს არჩევნებს "ფეისბუქში" ქართველები

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა გიორგი მოსაშვილმა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა