ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დილის საათებში ობამასა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თეთრი სახლის ცნობით, მოგვიანებით ბარაქ ობამა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

უწყების ცნობით, ბარაქ ობამასა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება.

გარდა ამისა, შედგა სატელეფონო საუბარი ობამასა და ჰილარი კლინტონს შორის. აშშ-ის პრეზიდენტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა