ბარაკ ობამას საგანგებო მიმართვა ამერიკელებს

ბარაკ ობამას საგანგებო მიმართვა ამერიკელებს

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ, - ამის შესახებ შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა და პრემიერობა მათ პიროვნებებს აღემატება, შესაბამისად, ერთ გუნდად ქვეყნის წარმატებისთვის მუშაობენ.

"მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან ხშირად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცე-პრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება. მე მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ბარაკ ობამამ ქვეყნის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. "როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აღიარებ და აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ არც "რესპუბლიკელები" ვართ, არც "დემოკრატები", პირველ რიგში ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გახლავართ პატრიოტები. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.

გუშინ ბატონი ტრამპის შენიშვნები როდესაც მოვისმინე და როდესაც ვესაუბრე მას, ეს დამოკიდებულება დავიჭირე. ამან გამაძლიერა. ეს გახლავთ ის, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას - ერთიანობის შეგრძნება, პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი, კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა, ერთმანეთის პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით იმუშავებს ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სულისკვეთებით აიღებს სტარტს მისი პრეზიდენტობა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა ასევე საკუთარი გუნდის წევრებსაც. "მქონდა საშუალება ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კლინტონთან მელაპარაკა. მე ნამდვილად ვამაყობ მისით. მას ბრწყონვალე კარიერა გააჩნდა საჯარო სამსახურში. სენატორი, სახელმწიფო მდივანი - მე ვამაყობ ამ პიროვნებით. ბევრი ამერიკელი მისი იმედით იყო და მისი ასეთი ბრძოლა იყო ისტორიული მომენტი, რომ ამ ქვეყნის ყველა ქალს შეუძლია მსგავსი დონის მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ იგი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი გააგრძელებენ მოღვაწეობას მსოფლიოს საკეთილდღეოდ...

მე ასევე ვუთხარი ჩემს გუნდს, რომ მხრებში გასწორდნენ, რადგანაც სერიოზული სამუშაო ჩაატარეს ყოველდღე, ყოველგვარი საჯაროობის და ყურადღების გარეშე. ისინი მუშაობდნენ პოლიტიკის სხვადასხვა ძნელ უბნებზე, რათა მთავრობა უფრო ეფექტური გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პრეზიდენტს ვუტოვებთ უფრო ძლიერ სახელმწიფოს, ვიდრე გვქონდა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა