როცა ობამა ტრამპის გამარჯვებაზე საუბრობს, თეთრი სახლის თანამშრომლების სახეები ყველაფერს ამბობენ...

როცა ობამა ტრამპის გამარჯვებაზე საუბრობს, თეთრი სახლის თანამშრომლების სახეები ყველაფერს ამბობენ...

ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მილიარდერი დონალდ ტრამპი იქნება. 10 ნოემბერს ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა თეთრ სახლში, რითაც რესპუბლიკური პარტიისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო.

"როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აღიარებ და აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ არც "რესპუბლიკელები" ვართ, არც "დემოკრატები", პირველ რიგში ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გახლავართ პატრიოტები. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.

გუშინ როდესაც ბატონი ტრამპის შენიშვნები მოვისმინე და ვესაუბრე მას, ეს დამოკიდებულება დავიჭირე. ამან გამაძლიერა. ეს გახლავთ ის, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას - ერთიანობის შეგრძნება, პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი, კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა, ერთმანეთის პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით იმუშავებს ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სულისკვეთებით აიღებს სტარტს მისი პრეზიდენტობა", - ამის შესახებ ბარაკ ობამამ 9 ნოემბერს ამერიკელი ხალხისადმი საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

მთელ ამერიკასთან ერთად პრეზიდენტის ამ განცხადებას თეთრი სახლის პერსონალის სრული შემადგენლობა უსმენდა. შეხედეთ ფოტოს, თეთრი სახლის თანამშრომელთა სახეების გამომეტყველებით ყველაფერია ნათქვამი...

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა