რატომ დატოვა რუსეთი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის გარემოცვამ

რატომ დატოვა რუსეთი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის გარემოცვამ

კრიმინალურ სამყაროში ახალი ლიდერის კანდიდატურაზე ფიქრობენ, რომელიც კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს (შაქრო მალადოი) ჩაანაცვლებს. კანონიერი ქურდის ახლო გარემოცვა რუსეთიდან წავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კრიმინალი უახლოეს მომავალში ციხიდან ვერ გამოვა. მისი გარემოცვა ცდილობდა კალაშოვი საგამოძიებო იზოლატორიდან გამოეყვანა, მაგრამ ამაოდ.

ამის გამო რუსეთი დატოვა კალაშოვის უახლოესმა გარემოცვამ - კანონიერმა ქურდმა დავიდ ოზმანოვმა (დათო კრასნოდარსკი), ნოდარი ასოიანმა (ნოდარ რუსთავსკი), შალვა ოზმანოვმა (კუსო). სამივე მათგანი კალაშოვის ნათესავები არიან. ასევე რუსეთი დატოვა შაქროს რამდენიმე ახლობელმა, რომლებიც მას ფინანსურად ეხმარებოდნენ. მიიმალა შაქროს ფინანსისტი კონსტანტინ მანუკიანი. შედეგად, კრიმინალური სამყაროს კულუარებში დაიწყო საუბარი ”ბოსების ბოსის” ახალ კანდიდატურაზე. რუსეთს გარეთ მყოფი კრიმინალები კანდიდატებად არ განიხილებიან, რადგან ქვეყანაში შესვლა აკრძალული აქვთ. ამჟამად მხოლოდ ვლადიმირ ტიურინის კანდიდატურა განიხილება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა