ვინ არის ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპს არჩევნები მოაგებინა

 ვინ არის ქალი, რომელმაც დონალდ ტრამპს არჩევნები მოაგებინა

კელიენ კონუეი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერად 17 აგვისტოს დასახელდა. კონუეი პირველი ქალი გახდა, რომელიც რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კამპანიას ჩაუდგა სათავეში.

49 წლის კელიენ კონუეი სამი ათწლეულია უწევს კონსულტაციებს "რესპუბლიკურ პარტიას" ქალთა ხმების მოზიდვასთან დაკავშირებით. გაიცანით ქალი, რომელსაც დასავლური მედია უკვე უწოდებს "იარაღს, რომლითაც ტრამპმა ომი მოიგო".

მას ძალიან კარგი განათლება აქვს

კონუეიმ ვაშინგტონის ტრინიტის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების კურსდამთავრებულია. შემდეგ კი სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ფი ბეტა კაპას პერსტიჟული საზოგადოების ღირსება მიანიჭეს, მოგვიანებით კი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ცენტრის საპატიო ხარისხიც მოიპოვა.

სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია

1982 წელს კონუეიმ ნიუ ჯერსის მოცვის პრინცესას კონკურსი მოიგო.

ჰყავს ოთხი შვილი

კონუეი ნიუ იორკელ ადვოკატ ჯორჯ კონუეის 2001 წელს გაჰყვა ცოლად. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

აქტიურად მუშობდა რესპუბლიკელ კანონმდებლებთან

1995 წელს კონუეიმ გამოკითხვების კომპანია დააარსა, რომელიც ხშირად მუშობს რესპუბლიკელ კანდიდატებთან მდედრობითი ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით. კარიერის დასაწყისში კელინი ასევე ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიით, სადაც კლინტონებს აკრიტიკებდა  განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა