პარიზის სისხლიანი ტერაქტიდან 1 წლის შემდეგ, "ბატაკლანი" სტინგმა კონცერტით გახსნა

 პარიზის სისხლიანი ტერაქტიდან 1 წლის შემდეგ, "ბატაკლანი" სტინგმა კონცერტით გახსნა

პარიზის სისხლიანი ტერაქტიდან ერთი წლის შემდეგ, საკონცერტო დარბაზი "ბატაკლანი" გაიხსნა. კონცერტზე მისულ მსმენელს ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა უმასპინძლა.

კონცერტი თავდასხმის დროს დაღუპული 90 ადამიანის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყო.

"ჩვენ მათ არ დავივიწყებთ", - თქვა მომღერალმა ფრანგულად.

სტინგის განცხადებით, კონცერტი საქველმოქმედოა და თანხა მთლიანად ფონდებს Life For Paris-სა და 13 Novembre: Fraternite Verite-ის გადაერიცხება.

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მისულ ადამიანებს ყვავილები და სანთლები მიჰქონდათ. შეკრებილთა შორის დაღუპულების მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსახვერპლა.

ასევე ნახეთ: "ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა