ტრამპის საყვარელი ქალები - რამდენიმე მათგანის ხილვა გაგაკვირვებთ

ტრამპის საყვარელი ქალები - რამდენიმე მათგანის ხილვა გაგაკვირვებთ

ამერიკის ყველაზე ექსცენტრიული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალების მიმართ სიყვარულს და ინტერესს არასოდეს მალავდა. წარმოგიდგენთ მის ცნობილ ლამაზმანებს, რომელთა შესახებაც მედიისთვის გახდა ცნობილი.

ივანა ტრამპი (ზელნიჩკოვა)

ამ გმირმა ქალმა ტრამპთან 15 წელი გაატარა და სამი შვილი გაუჩინა, მათ შორის დონალდის საყვარელი ქალიშვილი ივანკა. სწორედ ივანადან დაიწყო მილიარდერის სიყვარული სლავი ქალების მიმართ. როდესაც ივანამ ქმარი ღალატში გამოიჭირა, მას 25 მილიონი დოლარი წაართვა. მათი ქორწინების შესახებ ივანა დუმს. განქორწინების შემდეგ ის ახალგაზრდა თაყვანისცემლებით ირთობს თავს.

მარლა მეიპლსი

მარლამ დონალდთან ექვსი წელი იცხოვრა და ქალიშვილი გაუჩინა. ბიზნესმენი მან ერთი ნახვით დაიპყრო. მარლა კინოში და ბროდვეის მიუზიკლებში თამაშობდა, რადიოშოუს და რესლინგის მსოფლიო ჩემპიონის წამყვანი იყო, აგრეთვე სოციალურ-პოლიტიკური აქტივისტი იყო ისრაელსა და პალესტინაში. ისინიც სკანდალით დაშორდნენ - მარლამ მისი აზრით, საკმარისი ქონება არ მიიღო.

გაბრიელა საბატინი

ტენისის ვარსკვლავთან ვნებიანი რომანი ტრამპისთვის იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ ურთიერთობის სერიოზულად გაგრძელებას გეგმავდა. თუმცა რომანი რამდენიმე თვის შემდეგ დასრულდა.

ლედი დიანა

ტრამპს უყვარს იმის მოყოლა, რომ ლედი დი ერთადერთი ქალია მის ცხოვრებაში, ვინც მას უარი უთხრა. პრინცესას მილიონერთან ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ თავშეკავებული იყო. ამბობენ, რომ ტრამპი მან დოდი ალ ფაიედის გამო უარყო.

ინგრიდ სეინჰეივი

ტრამპი ლამაზმან მოდელს ცოტა ხანი ხვდებოდა, როდესაც მარლას შორდებოდა ხოლმე. მილიარდერი მასზე დაქორწინებას არ გეგმავდა, მაგრამ აფასებდა მას. დღეს ისინი მეგობრობენ.

ვიქტორია ზდროკი

ჟურნალ ”ფლეიბოის” მოდელმა ტრამპს ბევრი პრობლემა შეუქმნა. გოგონა მილიარდერზე კომპრომატებს ავრცელებდა და პრესაში ყველანაირად შეურაცხყოფდა ყოფილ შეყვარებულს.

კარა იანგი

90-იანი წლების დასაწყისში ტოპ მოდელი ძალიან პოპულარული იყო. მასთან ვნებიანი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, თუმცა წყვილის ძვირადღირებულ თანაცხოვრებაზე ლეგენდები დღემდე შემორჩენილია.

კარლა ბრუნი

რთულია იმის თქმა, რომელმა შეავსო საკუთარ "მონაპოვართა კოლექცია", კარლა გახდა დონალდის სამშვენისი თუ პირიქით. ბრუნის საყვარლებში ირიცხებიან ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ვენსან პერესი, ცოლად კი ის ნიკოლა სარკოზის გაყვა, რამაც საფრანგეთის პირველი ქალი გახადა.

მელანია ტრამპი (კნაუსი)

ამერიკის ამჟამინდელი პირველი ლედი უკვე 11 წელია ტრამპის ცოლია და მისი ვაჟის დედაა. ყველაზე პიკანტური დეტალი მისი წარსულიდნ ისაა, რომ იუგოსლავიელი მოდელი კომუნისტის შვილია. 18 წლის მელანია ამერიკაში ჩავიდა, 26 წლის ასაკში ტრამპი გაიცნო ნიუ იორკის მოდის კვირეულზე, მაგრამ როგორც ლეგენდა იუწყება, უარყო მისი ფლირტი. მაშინ დონალდი მეორე ცოლთან იყო ქორწინებაში. 35 წლის ასაკში მელანია კიდევ შეხვდა ტრამპს, ამჯერად მილიარდერმა ყველაფერი გააკეთა მის მოსაპოვებლად. მათ ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა მაშინ მისი ჯერ კიდევ მეგობარი ჰილარი კლინტონი, ქმართან და შვილთან ერთად.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა