"ზარაში" ნაყიდი კაბის სარჩულში მკვდარი ვირთხა იპოვეს

"ზარაში" ნაყიდი კაბის სარჩულში მკვდარი ვირთხა იპოვეს

ნიუ-იორკში მცხოვრებმა 24 წლის კეილი ფიზელმა, "ზარას" მაღაზიაში 40 დოლარად კაბა შეიძინა.

კეილის კაბა რამდენჯერმე ეცვა, თუმცა, უსიამოვნო სუნი მოგვიანებით იგრძნო. როგორც გოგონა ამბობს, დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ კაბის სარჩულიდან მკვდარი ვირთხის თათი ჩანდა.

"ვიგრძენი, ფეხებზე რაღაც შემეხო, ვიფიქრე, კაბის ნაკერის ძაფი იქნებოდა, მაგრამ, როდესაც მოვქაჩე, ძაფი სულაც არ იყო.

მოგვიანებით, კეილის ექიმებმა დაუდგინეს ინფექცია, რომელსაც მღრღნელები ავრცელებენ. ახლა გოგონა "ზარას" ქსელის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციას ითხოვს.

კომპანია "ზარაში" აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ იციან და შიდა მოკვლევას ატარებენ.

წყარო: www.tmz.com

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა