უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარისთვის შესაძლო გადაცემას უარყოფს

უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარისთვის შესაძლო გადაცემას უარყოფს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უარყოფს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს. "უკრინფორმის" ინფორმაციით, ამის შესახებ გენპროკურორმა კიევში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს არ არის სიმართლე. უკრაინა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს", - განაცხადა იური ლუცენკომ.

უკრაინამ შესაძლოა საქართველოს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადასცეს, - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

"უკრაინსკაია პრავდამ" კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა. სააკაშვილის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგვიანებით განცხადებას გააკეთებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"