Wall Street Journal - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს

Wall Street Journal - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადამდგარი გენერალის დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს, - იუწყება Wall Street Journal დონალდ ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით.

2012 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან ქორწინების გარეშე კავშირის გამო გადადგა.

როგორც თავის დროს ამერიკული მედია აღნიშნავდა, პეტრეუსმა ეს გადაწყვეტილება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ქორწინების გარეშე კავშირი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის გახდა ცნობილი. მას შემდეგ რაც შეიტყვეს იმის შესახებ, რომ პეტრეუსს საყვარელი ჰყავდა, მოხდა მისი ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი. მაღალჩინოსნის ელ­ფოსტა, მისი უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოწმდებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ გენერლის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

Wall Street Journal-ის ინფორმაცით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ასევე გადამდგარი საზღვაო ქვეითი გენერლის ჯეიმს მეტისის, არმიის გადამდგარი გენერლის ჯეკ კინის, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის სტეფენ ჰედლის და ყოფილი სენატორის ჯიმ ტელენტის კანდიდატურები განიხილება.

აღსანიშნავია, რომ არმიის გადამდგარმა გენერალმა ჯეკ კინმა პარასკევს ტვიტერის მეშვეობით განაცხადა, რომ ის არ შეუერთდება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"