9 მოსაზრება, რისიც დონალდ ტრამპს ყველაზე მეტად სწამს

9 მოსაზრება, რისიც დონალდ ტრამპს ყველაზე მეტად სწამს

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევიდან თითქმის ორი კვირა გავიდა.

ამერიკელი მილიარდერის წინაასაარჩევნო კამპანია ბევრი ხმაურიანი განცხადებითა და დაპირებით გამოირჩეოდა.

"ბიბისის" გთავაზობთ ტრამპის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებისაც მას ყველაზე მეტად სჯერა, რომ უნდა შესრულდეს.

11 მილიონი არალეგალი ემიგრანტის მასიური დეპორტაცია

მიუხედავად კრიტიკისა, რომ ეს იდეა ქსენოფობიურია და ძალიან დიდ ხარჯებს - დაახლოებით 114 მილიარდ დოლარს მოითხოვს, ტრამპი ამბობს, რომ მისი გეგმა მიღწევადია. ეს რეფორმა აგრეთვე დაასრულებს "დაბადების ადგილის მოქალაქეობას", რომელიც არალეგალი ემიგრანტების შვილებს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ მოქალაქეობას ანიჭებს.

ამერიკაში თავშესაფარის მაძიებელი სირიელი მიგრანტების დეპორტაცია

ტრამპის თქმით, პარიზის თავდასხმები ცხადყოფს, რომ ტერორისტების უმეტესობა მიგრანტები არიან, ამიტომ მათი დეპორტაციაა საჭირო.

გონებრივი დაავადებების მკურნალობა იარაღის მასობრივი გამოყენების დასასრულებლად

იარაღის მასიური გამოყენების დასასრულებლად საჭიროა გონებირვი დაავადებების მკურნალობაში ფულის ჩადება. ტრამპის აზრით ღირსეულ ადამიანებს უნდა ჰქონეთ იარაღის ქონის უფლება და ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.

პუტინი "ლიდერია"

ტრამპმა პუტინი შეაქო, როგორც ძლიერი ლიდერი და გააკრიტიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან. "მგონია რომ კარგად გავუგებდი პუტინს და რუსეთთან პრობლემები აღარ გვექნებოდა".

გაგრძელება

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"