"რუსი ბონი და კლაიდი" - ფსკოველი თინეიჯერების შოკისმომგვრელი თვითმკვლელობის დეტალები

"რუსი ბონი და კლაიდი" - ფსკოველი თინეიჯერების შოკისმომგვრელი თვითმკვლელობის დეტალები

15 წლის ფსკოველმა მოზარდებმა, დენის მურავიოვმა და ეკატერინა ვლასოვამ თავიანთი საქციელით მთელი რუსეთი აალაპარაკეს.

პირველადი ინფორმაციით, თინეიჯერმა წყვილმა, რომლებიც ქალაქგარეთ მდებარე სახლში იყვნენ ჩაკეტილნი, ცეცხლი გაუხსენეს სამართალდამცველებს, შემდეკ კი თავი მოიკლეს. ყველაფერ ამას, ისინი სოციალურ ქსელში ონლაინ რეჟიმში აჩვენებდნენ, საკუთარ თავებს კი "რუს ბონი და კლაიდს" უწოდებდნენ. შოკისმომგვრელ კადრებში, რომელსაც ახალგაზრდები მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ, ჩანს, როგორ ესვრიან ისინი პოლიციელებს, რომლებმაც სახლს ალყა შემოარტყეს. სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა მძევლად იყო აყვანილი, თუმცა, სანამ ორმაგი სუიციდი მოხდებოდა, გოგონამ Вконтакте-ს პირად გვერდზე დაწერა, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

იხილეთ თვითმკვლელობამდე გამოქვეყნებული ვიდეო

დენისმა და ეკატერინამ სახლიდან გაქცევა მშობლებთან მორიგი ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტეს. მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და კონფლიქტი ოჯახში სწორედ ამ საკითხზე იყო. ბავშვების დაკარგვის შემდეგ, ოჯახებმა განგაში ატეხეს და პოლიცია გამოიძახეს. წყვილი სამი დღე ემალებოდა მათ. შემდეგ კი ისინი ფსკოვიდან 80 კილომეტრში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ სახლი გოგონას მამინაცვლის იყო. მოზარდები სახლში ჩაიკეტნენ, გახსნეს მამინაცვლის სეიფი, სადაც იარაღი ინახებოდა. შემდეგ კი მშობლებთან კონფლიქტის დასრულება ასეთი ტრაგიკული გზით გადაწყვიტეს.

15 წლის დენისი და კატია სოციალურ ქსელში ერთნაირ შეტყობინებებს ტოვებდნენ: "არ ინერვიულოთ, ლამაზად წავალ. იცხოვრო შენი სიმოვნებისთვის, ეს საუკეთესო ცხოვრებაა" - წერდნენ ისინი.

იმის შესახებ, რომ წყვილმა უკანასკნელ წუთს გადაწყვიტა თავის მოკვლა, მათი ახლო მეგობარი ყვება. ის ამბობს, რომ მისთვის ცნობილი იყო წყვილის თვითმკვლელობის გეგმა. წყარო ირწმუნება, რომ დენისი და კატია თავიდანვე გეგმავდნენ სუიციდს, რადგან არ სურდათ პოლიციისთვის დანებება. ერთ-ერთი ნაცნობი ყვება, რომ დენისმა მას მესიჯი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ჯერ შეყვარებულს მოკლავდა და შემდეგ თავს მოიკლავდა. ამასთან, ცნობილი გახდა თვითმკვლელობის ზოგიერთი დეტალი. ბიჭმა აღიარა, რომ კატიას სიკვდილის ეშინოდა, ამიტომ ის ზურგიდან ესროდა, როდესაც გოგონა შეტრიალდებოდა.

"სანამ დენისი კატიას ესროდა, მეგობარს მიწერა, რომ ასე მოიქცეოდა", - ყვება წყვილის ნაცნობი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა.

დენისი და კატია ფსკოვში დაკრძალეს. ახალგაზრდები სხვადასხვა საფლავებში დამარხეს და არა სასაფლაოს კიდეზე, როგორც თვითმკვლელებს მარხავენ. რუსული მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ ნათესავებს არ ჯერათ მათი სუიციდის ან უბრალოდ, უარი თქვეს ქრისტიანულ ტრადიციაზე. გამოძიება საქმეზე კვლავ მიმდინარეობს და საზოგადოება მის შედეგებს ელოდება.

მომზადებულია poliksal.ru-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"