ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების შენახვა ნიუ იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება

ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების შენახვა ნიუ იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის წევრები ნიუ-იორკს დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Money ნიუ იორკის მერიის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირდება ტრამპის თეთრ სახლში გადასვლის შემდეგაც.

"ამის მიზეზი ის არის, რომ მელანია ტრამპი და მათი 10 წლის ვაჟი ბარონი ნიუ იორკში "ტრამპ თაუერში" აპირებენ დარჩენას სულ მცირე სასწავლო წლის დასრულებამდე. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, სანამ მისი ოჯახის წევრები ნიუ იორკში იქნებიან, სახლში რეგულარულად დაბრუნებას გეგმავს", - წერს CNN Money.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"