უზბეკეთში ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის მოწამვლისა და სიკვდილის ამბავი სიცრუედ გამოაცხადეს

უზბეკეთში ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის მოწამვლისა და სიკვდილის ამბავი სიცრუედ გამოაცხადეს

22 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი, გულნარა მოწამლეს და გარდაიცვალა.

იტყობინებდნენ, რომ გულნარა უკვე 5 ნოემბერს, ტაშკენტში დაკრძალეს.

კარიმოვების ოჯახის ახლო პირმა, "რია ნოვოსტთან" კომენტარი გააკეთა და ამ ამბავს "სიცრუე" უწოდა. ის იწრმუნება, რომ გულნარა კარიმოვა ცოცხალია. თუმცა დეტალების დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა და მის ადგილსამყოფელს არ ახმაურებს.

უზბეკეთის პირველი პრეზიდენტი, ისლამ კარიმოვი, 2 სექტემბერს, 78 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. ამჟამად რესპუბლიკას სათავეში, მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, შავკატ მირზიევი უდგას.

ბოლო წლებში, ისლამ კარიმოვს, ქალიშვილთან, გახმაურებული სკანდალების გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

2014 წელს გ.კარიმოვა საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. პრესა წერდა, რომ ის შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.

უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი - გულნარა კარიმოვა - მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა - ამ ინფორმაციას ავრცელებს ვებგვერდი "Центр-1", სამშაბათს, 22 ნოემბერს.

ჟურნალისტების განცხადებით, 44 წლის ქალი მოწამლეს და 5 ნოემბერს გარდაიცვალა. ის იმავე ღამეს დაკრძალეს, მისი საფლავი კი მიწასთან გაასწორეს... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"