კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები - გადარჩენილია 6 ადამიანი

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის ახალი დეტალები - გადარჩენილია 6 ადამიანი

კოლუმბიის ცენტრალური და ჩრდილოეთის ნაწილის აეროპორტების ოპერატორის AIRPLAN-ის ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ, 6 ადამიანი გადარჩა, - იუწყება CNN-ის ესპანურენოვანი გამოცემა.

კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის "შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან "ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"