ავიაკატასტროფაში დაშავებულმა ბრაზილიელმა მეკარემ სიკვდილამდე მეუღლესთან დარეკვა მოასწრო...

ავიაკატასტროფაში დაშავებულმა ბრაზილიელმა მეკარემ სიკვდილამდე მეუღლესთან დარეკვა მოასწრო...

ბრაზილიელმა მეკარემ, რომელიც კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ცოცხალი იპოვეს სიკვდილამდე წუთებით ადრე მეუღლესთან დარეკვა მოასწრო....

მარკოს დანილო ცოლს შემთხვევის ადგილიდან ესაუბრა, როცა საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა კლინიკაში მიყვანისთანავე ის გარდაიცვალა.

წაიკითხეთ: უკანასკნელი ფოტოები თვითმფრინავიდან, რომლის ჩამოვარდნასაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ემსხვერპლნენ...

31 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე მგზავრს შორის იყო, ვინც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ცოცხალი იპოვეს. კრიტიკულად დაშავებული სპორტსმენი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

კოლუმბიაში გუშინ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის "შაპეკოენსის" წევრები იმყოფებოდნენ. კატასტროფას 71 ადამიანი ემსხვერპლა, პირველადი მონაცემებით მხოლოდ 6 გადარჩა, მეკარე დანილოც გადარჩენილებს შორის იყო, თუმცა ის მოგვიანებით დაიღუპა.

ბრაზილიელი ფეხბურთელები თვითმფრინავიდან ფოტოებსა და სელფებს ავრცელებდნენ სოციალური ქსელებით. ერთ-ერთ სელფზე ასახულნი არიან ფეხბურთელები ალან რუშელი და დანილო. 27 წლის ალან რუშელი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ნახეთ ვიდეო: ბრაზილიელი ფეხბურთელების მიერ ავიაკატასტროფამდე გადაღებული ბოლო კადრები

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"