მელანია ტრამპმა ვაჟის "დიაგნოზის" გამო სკანდალი მოაწყო - ამტკიცებენ, რომ ბავშვი აუტისტია

მელანია ტრამპმა ვაჟის "დიაგნოზის" გამო სკანდალი მოაწყო - ამტკიცებენ, რომ ბავშვი აუტისტია

აშშ-ში დონალდ ტრამპის ვაჟის ვიდეო რგოლს, სადაც ამტკიცებენ, რომ ბავშვი აუტისტია, დიდი სკანდალი მოჰყვა.

10 წლის ბერონის დასაცავად, დედამისი მელანია ტრამპი გამოვიდა.

აშშ-ს პირველმა ლედიმ სამართლიანობის მიღწევა სასამართლოში გადაწყვიტა. მისი ადვოკატი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა:

"YouTube -ზე განთავსებული ვიდეო ირწმუნება, რომ ბერონი აუტისტია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოზე გაკეთებულია ჰაშთაგი - "არა დაცინვას", თუმცა ვიდეო რგოლი მთლიანად დაცინვაა, მცდარი განცხადებები და შეხედულებები 10 წლის ბიჭზე, რაც მისი და მისი მშობლების გასაღიზიანებლადაა გაკეთებული. ბავშვების ონლაინ მოწამვლა, მათ შორის ბერონ ტრამპის - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს" - აცხადებს

იურისტი და ტრამპის ოჯახის ინტერესების დამცველი, ჩარლზ ჰარდერი.

მელანია ტრამპის ჯგუფი, ვიდეოს გამავრცელებელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემით დაემუქრა, თუ ვიდეოს არ წაშლიდა და ბოდიშს საჯაროდ არ მოიხდიდა.

ჯეიმს ჰანტერის ნიკს ამოფარებულმა ვიდეოს ავტორმა ყველა მოთხოვნა შეასრულა... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"