"ჩემპიონები სამუდამოდ" - ავიაკატასტროფაში დაღუპულ ფეხბურთელებს პანაშვიდს სტადიონზე გადაუხდიან

"ჩემპიონები სამუდამოდ" - ავიაკატასტროფაში დაღუპულ ფეხბურთელებს პანაშვიდს სტადიონზე გადაუხდიან

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის "შაპეკოენსის" ფეხბურთელების ცხედრების ამოცნობა დასრულდა. კოლუმბიაში დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა ცხედრები სამშობლოში გადასასვენებლად მოამზადეს. გარდაცვლილი ფეხბურთელები ბრაზილიაში, ბოლივიაში, ვენესუელასა და პარაგვაიში ხუთშაბათს საღამოს გადაასვენეს, ნაწილს კი პარასკევს დღის განმავლობაში გადაასვენებენ.

სამშობლოში გასამგზავრებლად გამზადებულ ჩასასვენებლებზე "შაპეკოენსის" დროშებია გადაფარებული წარწერით: "ჩემპიონები სამუდამოდ".

გარდაცვლილ ფეხბურთელებს ქალაქ შაპეკოს სტადიონზე დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. პანაშვიდს ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერიც დაესწრება.

თვითმფრინავი, რომელშიც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის "შაპეკოენსის" წევრები იმყოფებოდნენ, კოლუმბიის მთებში სამშაბათს ჩამოვარდა და 77 მგზავრიდან, 71 დაიღუპა.

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"