დონალდ ტრამპი - ჩვენ დავნიშნავთ „ცოფიან ძაღლს“ მეტისს თავდაცვის მინისტრად

დონალდ ტრამპი - ჩვენ დავნიშნავთ „ცოფიან ძაღლს“ მეტისს თავდაცვის მინისტრად

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებას გენერალი ჯეიმს მეტისი უხელმძღვანელებს, - იუწყება CNN.

„ჩვენ დავნიშნავთ „ცოფიან ძაღლს“ მეტისს თავდაცვის მინისტრად, მაგრამ ამას მხოლოდ ორშაბათს გამოვაცხადებთ“, - განაცხადა ტრამპმა ცინცინატში სიტყვით გამოსვლისას.

გენერალი მეტისი აშშ-ის თავდაცვის სფეროში „ცოფიანი ძაღლის“ სახელითაა ცნობილი და მკაცრი ხასიათით გამოირჩევა.

ის ასევე ცნობილია პროვოკაციული გამონათქვამებით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ავღანეთში ზოგიერთი ადამიანისთვის ცეცხლის გახსნა მას სიხარულს ანიჭებს.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"