რა მისწერა სოჭელმა ქალმა ქართველ მეგობარს აგვისტოს ომამდე, რის გამოც რუსეთში ღალატისთვის გაასამართლეს

რა მისწერა სოჭელმა ქალმა ქართველ მეგობარს აგვისტოს ომამდე, რის გამოც რუსეთში ღალატისთვის გაასამართლეს

სოჭში მცხოვრებ ოქსანა სევასტიდის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სისხლის სამართლის დევნის მიზეზი 2008 წელს მის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გახდა, რომელიც მან აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა მეგობარს. ოქსანამ თავის ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.

აღსანიშნავია, რომ სევასტიდი სოხუმშია დაბადებული. 46 წლის ქალმა სკოლაც სოხუმში დაამთავრა და ომის შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ის რუსეთის მოქალაქეა.

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ოქსანა სავასტიდისთვის განაჩენი 2016 წლის მარტში გამოიტანა, მაგრამ დღემდე ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სოჭის მკვიდრი ეკატერინე ხარებავაც გაასამართლეს, რომელმაც ასევე დაინახა აფხაზეთისკენ მიმავალი იარაღით დატვირთული მატარებელი და ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება ასევე თავის ქართველ მეგობარს გაუგზავნა. ჯაშუშობის ბრალდებით კრასნოდარის საოლქო სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რადგან ჩათვალა, რომ ხარებავამ სახელმწიფო საიდუმლო გაამჟღავნა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"