რაზე შეთანხმდნენ Facebook, Microsoft, Twitter და YouTube

რაზე შეთანხმდნენ Facebook, Microsoft, Twitter და YouTube

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანმა კომპანიებმა - Facebook-მა, Microsoft-მა, Twitter-მა და YouTube-მა შეთანხმებას მიაღწიეს თავისი საიტების მეშვეობით ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელების აღკვეთის შესახებ, - იუწყება BBC.

აღნიშნული კომპანიები ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავენ, რომელიც მოიცავს მთლიანი კონტენტის "ვირტუალურ ანაბეჭდებს".

მონაცემთა ბაზის მეშვეობით ისინი თვალს ადევნებენ საიტებზე კონტენტის ატვირთვას. ექსტრემისტული ინფორმაციის შემცველი კონტენტის მასალის გამოჩენის შემთხვევაში კომპანიები შეძლებენ მის წაშლას მანამ, სანამ ასეთი მასალის გავრცელება დაიწყება.

Twitter-მა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებზე "არ არის ადგილი იმ კონტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს ტერორიზმს".

თუ მომხმარებელი თვლის, რომ მისი კონტენტი შეცდომით წაშალეს და არ არის დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასთან, ის შეძლებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"