ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა

ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა

გერმანიის პოლიციამ დააკავა ავღანელი ლტოლვილი, რომელიც გერმანიაში თავშესაფრის მიღების პრეტენდენტი იყო. მას ბრალად ედება 19 წლის გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა.

ფოტოზე ასახულია მკვლელობასა და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 17 წლის ავღანელი ახალგაზრდა. ჰუსეინ ქეის დნმ გარდაცვლილი გოგონას, 19 წლის მარია ლადენბურგერის მკვლელობის ადგილზე დაფიქსირდა. გოგონა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო მისი მამა ბრიუსელში, ევროპულ კომისიაში იურიდიული მრჩეველი გახლავთ.

მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა. ოქტომბერში, როდესაც გოგონა წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდა, მას თავს დაესხნენ, გააუპატიურეს და შემდეგ მდინარეში დაახრჩვეს. ინტერნეტში გავრცელდა ეჭვმიტანილის, ჰუსეინ ქეის ფოტოები, რომელიც ონლაინ საკუთარ თავს "განგსტერ რეპერად" აცნობდა ხალხს.

მომხდარმა მკვლელობამ ლტოლვილების მიმართ სიძულვილის და შიშის ახალი ტალღა გააჩინა. გერმანიის პოლიციის ხელმძღვანელობაშიც კი განაცხადეს, რომ ანგელა მერკელს უფრო მკაცრი ზომები რომ მიეღო ლტოლვილების ქვეყანაში მიღებასთან დაკავშირებით, გოგონა დღეს ცოცხალი იქნებოდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"