დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კომპანია Ford Motor-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ალან მალალის კანდიდატურასაც განიხილავს

დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კომპანია Ford Motor-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ალან მალალის კანდიდატურასაც განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კომპანია Ford Motor-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ალან მალალის კანდიდატურასაც განიხილავს, - აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა ABC News-ი იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა Ford Motor-ის ყოფილ ხელმძღვანელთან.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე პრეტენდენტების სია გრძელია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში შედიან რუდი ჯულიანი, ჯონ ბოლტონი, სენატორი ბობ ქორკერი და მიტ რომნი.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მალე მიიღებს გადაწყვეტილებს, რის შესახებაც მომდევნო კვირას გამოაცხადებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"