დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასებას გამოეხმაურა

დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასებას გამოეხმაურა

ეს იგივე ხალხია, ვინც განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასებას, რომლის თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა. აღნიშნულის შესახებ იუწყება CNN.

"ეს იგივე ხალხია, ვინც განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია. არჩევნები დიდი ხნის უკან დასრულდა აშშ-ის ისტორიაში ამომრჩეველთა კოლეგიას შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებით. დროა წინ წავიდეთ და ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ", - ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში.

ამერიკულმა გამოცემამ The Washington Post-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო უწყებებმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები გამოავლინეს, რომლებმაც WikiLeaks-ს "დემოკრატიული პარტიის" სერვერის გატეხვის მეშვეობით მიღებული ათასობით დოკუმენტი მიაწოდეს. სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში სპეცოპერაციის ნაწილს წარმოადგენენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ამერიკის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემთა ბაზის გატეხვაში. მთავარი სამიზნე "დემოკრატიული პარტიის" სერვერები იყო. თუმცა, ამ ბრალდებებს მოსკოვში კატეგორიულად უარყოფდნენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"