ორი აფეთქება სტამბოლში: დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, დაშავებულია - 166

ორი აფეთქება სტამბოლში: დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, დაშავებულია - 166

სტამბოლში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია. აფეთქების შედეგად 166 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა. მისივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 10 პირი.

როგორც CNN-ი პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ „ნაპოვნი კვალი“ ქურთების მუშათა პარტიის ბრალეულობაზე მიუთითებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.

სტამბოლის ცენტრში, Vodafone Arena-სთან ორი აფეთქება წუხელ მოხდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"