სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქება მოხდა. სააგენტო "როიტერსის“ ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან აფეთქების დროს პორტის შესასვლელთან არაერთი ადამიანი ტრიალებდა.

არსებული ინფორმაციით, ძლიერ აფეთქებას სროლა მოჰყვა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ყველაზე ხშირად სომალიში ტერაქტებს ისლამური დაგუფება "აშ-შაბაბი" აწყობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"