ორმაგი აფეთქება და 29 გარდაცვლილი - თურქეთში გლოვა გამოცხადდა

ორმაგი აფეთქება და 29 გარდაცვლილი - თურქეთში გლოვა გამოცხადდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში განხორციელებული ორმაგი აფეთქების გამო, რასაც 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სახელმწიფო დროშების დაშვების ბრძანება უკვე გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, თავდამსხმელთა მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო.

"ტერორისტული თავდასხმა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა და მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. ბეშიქტაშის სტადიონის სიახლოვეს განხორციელებულმა თავდასხმამ ცხადჰყო, რომ ექსტრემისტების მთავარი მიზანი მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარდაცვლილები და დაშავებულები"- განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

სამართალდამცველებმა აფეთქების მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, გადაკეტილია გზები.

ორი აფეთქება ნახევარი საათის ინტერვალით განხორციელდა, მას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 166 მოქალაქე. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"